
სწორედ მაშინ როის გაუჩნდა იდეა გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია. პირველი ვიქტორია სეკრეტის მაღაზია გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. მისი ინტერიერი იყო არაჩვეულებრივად მყუდრო. კედლებს ამშვენებდა ხის პანელები და დამშვენებული იყო ვიქტორიანული ეპოქის ელემენტებით.
პროდუქცია გამოფენილი იყო როგორც ჩვეულებრივად, კედლების გასწვრივ, ასევე მანეკენებზე კომპლექტების სახით. ასეთი განლაგება ძალიან მოსახერხებელი იყო პროდუქციის ასარჩევად როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. ამასთან სპეციალურად შერჩეულ და მომზადებული მომსახურე პერსონალს შეეძლო პასუხი გაეცა მომხმარებლის ყველა კითხვაზე.კიდევ ერთი სიახლე იყო ვიქტორია სიკრეტის კატალოგები, რომლებიც იგზავნებოდა ფოსტით მათთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო არ სურდა ან არ შეეძლო მაღაზიაში მისვლა თეთრეულის ასარჩევად. კატალოგები საშუალებას აძლევდნენ კლიენტებს შეერჩიათ პროდუქცია სახლიდან გაუსვლელედ.გაყიდვების მიმართ ასეთი მიდგომა გახდა თეთრეულის გაყიდვაში ნამდვილი რევოლუცია არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. როი რეიმონდის ბიზნესმა მისი 5 წლიანი მმართველობის მანძილზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. გახსნილი იქნა 6 მაღაზია და ამავე დროს კარგად მუშაობდა კატალოგებით პროდუქციის გაყიდვა.მიუხედავად ამისა, 1982 წელს როიმ გარკვეული პრობლემების გამო ვიქტორია სიკრეტის სავაჭრო მარკა 4 მლნ. დოლარად მიჰყიდა კორპორაციის The Limited Brands მფლობელს ლესლი ვეკსნერს. ლესლი ვეკსნერმა შეცვალა ვიქტორია სიკრეტის პოლიტიკა. ქალის ფსიქოლოგიის კარგად მცოდნემ, ბიზნესის მართვის საკუთარი მიდგომით მოახერხა კომპანიის მსოფლიო მასშტაბებზე გაყვანა.

რაც შეეხება კომპანიის პირველ დამფუძნებელს როი რეიმონდს, მან საკუთარი ბიზნესის გაყიდვის შემდეგ გახსნა საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც სულ რაღაც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. 1993 წლის 26 აგვისტოს 47 წლის ასაკში როიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი გადმოხტა სან–ფრანცისკოს მახლობლად მდებარე Golden Gate Bridge ხიდიდან. მისი გვამი აღმოაჩინეს მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.
No comments:
Post a Comment